ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“კეთილი ვინებოთ და ემოციები ვმართოთ! ”მწვანე სკოლის” კიდევ ერთ მოსწავლეს, რამდენიმე საათის წინ, სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
საერთოდ არ იცოდა არცეთმა ჟურნალისტმა ლუკას ტრაგედიის შესახებ როცა ჩემმა პატარა მეგობრებმა მომიყვეს ეს ამბავი, ისინიც მწვანე სკოლის მოსწავლეები არიან… ამ წუთებშიც ვესაუბრები რამდენიმე მათგანს და როგორც შემიძლია ისე ვამხნევებ, სიტუაცია არის ძალიან რთული, ლუკას რამდენიმე სკოლაში მოუწია სწავლა და ჰყავდა უამრავი მეგობარი, 2 დღის წინ რომ ლუკას პროტესტს მისი მეგობრები მორიგ ხუმრობად აღიქვამდნენ და იმედი
ჰქონდათ, გადარჩებოდა, ეს ბავშვები დღეს აღმოჩდნენ უმძიმესი რეალობის წინაშე. ყველა რაღაცას ნანობს, ყველა დათრგუნულია, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, ამ მძიმე ემოციების ფონზე, აზრის გამოხატვისგან. სუიციდი არასრულწლოვნებში გადამდებია და ნუ შეუწყობთ ხელს მორიგ ტრაგედიას, ასევე შეიკავეთ თავი აგრესიული პოსტებისგან მწვანე სკოლაზე, ეს სკოლა მხოლოდ დირექტორი არ არის.. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მედიას და პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ტრაგედიას სათავისოდ იყენებენ!!!” – წერს მამალაძე.