თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენოთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“ ,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
რაც შეეხება საკრებულოს დატოვებას, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება, იყოს.
„რადგან ამის სხვა იურიდიული მოტივი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ამას ვერაფრით ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება“ ,- დასძინა ბექა დავითულიანმა.
უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.