უმეტესობას ალბათ არა, სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება, იკარგება და ნადგურდება ისედაც მცირერიცხოვანი ერი… ისტორიის 2003 წლიდან ათვლამ, სანტექნიკოს ლომაიას განათლების რეფორმამ, გაგრძელებული შაშკინის ჯალათობით, მოსპო და გაანადგურა ავტორიტეტული მასწავლებელი, ავტორიტეტი სკოლის დირექტორი და მათი არჩევა ლოტოტრონს მიანდეს, ანუ შემთხვევითი მხარდამჭერებით გადაავსეს სკოლები…
შვიდი წელიწადია ვყვირივართ, შეცვალეთ კადრები… და პასუხად ვიღებთ ზონდერების დასაქმებას საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ყველა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში… გადათქვეფილი ბიზნეს ინტერესებით კოჰაბიტაციას აბრალებთ დღევანდელ მოცემულობას… მერამდენეა განათლების მინისტრი თვლით? ადრეც გითხარით და კიდევ გიმეორებთ: 1. “ყოფილი ნაცი არ არსებობს”! 2.”სხვისი მოღალატე თქვენც გიღალატებთ”!
ბევრს სწყინს, ბევრსაც ეწყინა, როცა ხმამაღლა ვთქვი: ამგვარად, ამ ფორმით ქვეყანა არ იმართება, სამინისტროებით და დაფრთიანებული ბიჭუნებით ერთი უწყებიდან… საფლავში ბრუნავენ ბუმბერაზი პროკურორები!
ტრაგედიები არ მთავრდება, ნაცბოზბანდა შედეგს იღებს, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც… ქვეყანა უკვე მათ ლიდერს დაემსგავსა – ვისაც რა უნდა და როგორ უნდა, ისე ერეკება… პასუხის გამცემი კი, თეა ან პრემიერი, სხვა მოლოდინის რეჟიმში… როდემდე? ვერაგია მოწინააღმდეგე ჩვენი სამშობლოსი, მიდგომაა შესაცვლელი, რაც მშვიდობას და დისციპლინას გულისხმობს…
გახსოვთ “კაკაბეთის ზარები”?!
პ.ს. რთულია აკეთო ქვეყნის სასიკეთო საქმე, იოლია კრიტიკა, შუბლის ძარღვის გაწყვეტა და ფულის კეთება… ტელეჟურნალისტიკა, მევახშეობა, მენეჯერობა მხოლოდ იმიტომ რომ კომაროვი გაქვს დამთავრებული ამის დადასტურებაა…