რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მე-9 საავადმყოფოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში რთული დრო დგას.
„ჩემთვის ცხადია და რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ისეთი პოლიტიკური დრო დგას, რომ თუ მთავრობის წინააღმდეგი ხარ ესეიგი უნდა დაისაჯო. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გუშინ, 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. მას გუშინვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები