ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესის დასრულებას ოკუპირებულ ცხინვალში ელოდება, სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
“არ იყო ადვილი. ე.წ. საზღვარზე მომიწყვეს დაკითხვა, თუ ვისთან მივდიოდი. მე ვუთხარი, რომ მივდიოდი, ბატონ გიორგისთან, თუ ვინ იყო ეს გიორგი, მთხოვეს დაკონკრეტება. დავუკონრეტე, რომ ეს იყო გიორგი ბესტაუთი. მე მართლაც მოვედი გიორგი ბესტაუთთან, ოღონდ, მის საფლავთან. ის იყო ადამიანი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი თარგმნა და სიცოცხლის ბოლო წლებამდე, სწორედ, ამას აკეთებდა.” – ამბობს ბადრი მანჯავიძე.
კომენტარები