საქართველოს პირველის პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
როგორც კლინიკის რეანიმაციული განყოფილების მორიგე ექიმმა ნინო ბურდულმა განაცხადა, გასული ღამის განმავლობაში მდგომარეობის გართულებას ადგილი არ ჰქონია.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, სამკურნალო-დაცვითინარკოზით. ღამის განმავლობაში რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება შეიცვლება თუ არა ჩარევიც მოცულობა. არსებითი ცვლილებები არ არის. დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტადრჩება, როგორიც იყო“, – განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება.
„ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა ნინო ბურდულმა.