“ცოტნეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს, რომელზეც გართულება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა მიწოდა.
„ვიყავი ასული და ცოტნეც მოვინახულე. ბოლო ინფორმაცია არის, რომ ჩაუტარდა განმეორებითი საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც არ დაფიქსირებულა რამე სახის გართულება და ეს უკვე კარგია“, – განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
კომენტარები