მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერში ქადაგების დროს გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია. ეპისკოპოსმა ქადაგების დროს რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის – ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე.
“ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, რაც ძალიან ცუდია. პოლიტიკოსებმა ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დაწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტიაა სათავეში, ან აპირებს მოსვლას, მთავარია – თუ რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არ მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია, მათ შორის რაღაც შეთანხმებაზე მივლენ. მთავრია, ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ყოველი ახალგაზრდის გასვლა ამ ქვეყნიდან ძალიან მტკივნეულია.” – აღნიშნა ეპისკოპოსმა.