ვანდალზე ბოროტი, იმბეცილი და გარეწარი აღარავინაა. დაძვრებიან და ჩუმ-ჩუმად ანადგურებენ ყველაფერს, რითაც ჩვენი გარემო უნდა იყოს ლამაზი და კომფორტული. ამით არაფერი ემატებათ, და მაინც ანადგურებენ, თახსირები… თვითგამოხატვა არა…“ – წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი და ფოტოებს აქვეყნებს, რომლებზეც დამტვრეული სკამებია ასახული.
როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში განუცხადეს ადგილი სადაც ვანდალიზმის ფაქტი მოხდა, ზღვის უბანია, თუმცა ის უკვე მერიამ მოაწესრიგა და პირვანდელი სახე დაუბრუნა.
primetime.ge
კომენტარები