ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ავტობუსში 19 ადამიანი – 2 მძღოლი და 17 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
კომენტარები