სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა 30 დეკემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები