რუსეთში, ლიპეტსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი პარასკევს მოსკოვი-თბილისის რეის ასრულებდა რა დროსაც იგი ამოყირავდა. ავარიის მიზეზად სახელდება დაშვებული და გაცრეცილი საბურავები, რა დროსაც მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეტალის ბარიერს დაეჯახა, რამაც მანქანის ამოყირავება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 10 კი მძიმედ დაშავდა, რომლებიც ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან საავადმყოფოებში.
ლიპეცკის ოლქის მთავრობის მონაცემებით, ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის და საქართველოშია დარეგისტრირებული.
კომენტარები