ბოლო პერიოდში მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა „ენას ძვალი არ აქვს“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ID ბარათთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ბრალდებების შეფასებაც კი უჭირს, რადგან სადავო ნორმის შეჩერებაში პოლიტიკური არაფერია.
„არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა. თუმცა, სინოდის გადაწყვეტილება არსებობს აბსოლუტურად საპირისპირო. პოლიტიკა აბსოლუტურად არ იკითხება არსად და ვერც ამოიკითხება იმიტომ, რომ თუ ვინმე რაიმე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ
კომენტარები