შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დეფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ყველა ფორმალური და არაფორმალური არხის ჩართვის შედეგია.
მინისტრმა გათავისუფლებული ექიმის მონახულების შემდეგ შიდა ქართლის პოლიციასთან მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექიმის მგდომარეობა ნორმალურია.
მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგორბობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მათ ყველა ბერკეტი გამოიყენეს.
„იყო სრულიად უპრეცენტო ძალისხმევა ჩართული პირველივე დღიდან, ფორმალური თუ არაფორმალური არხებიც იყო ჩართული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულიყო ექიმი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.