“დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს”,-ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“მეგობრებო, დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში (გუდიაშვილის 5) ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. დამოუკიდებლობის დარბაზი, ცხადია, შეგნებულად შევარჩიეთ. მე თბილისში არ ვიმყოფები, დეტალებისთვის დაუკავშირდით ჩემს მოადგილეს, მირიან ხოსიტაშვილს (555965511).
შემოგიერთდებით ხვალ, წიგნის საახალწლო ფესტივალზე, სადაც იმედი მაქვს ბევრი თქვენგანი მოიტანს საკუთარ მისალოც ბარათს ექიმისთვის”,-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.
“დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს”
2019/12/28 18:58:50

ნანახია: 491 ჯერ