რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ რუსეთში, კალინინგრადის ოლქში პოლონური სადაზვერვო ქსელი გამოავლინა.
„ეფესბეს“ განცხადებით, მათ ჯაშუშობის საქმესთან დაკავშირებით ორი პოლონელი სადაზვერვო აგენტი დააკავეს და დააპატიმრეს. მათივე თქმით, ეჭვმიტანილები კალინინგრადის რეგიონში სამხედრო ობიექტების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.
„უსაფრთხოების სამსახურმა კალინინგრადის ოლქში მოქმედი პოლონური სადაზვერვო სამსახურების სადაზვერვო ქსელი გამოავლინა და მათი ლოკალიზება მოახდინა“, – ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახური განცხადებაში.
მათივე ცნობით, კალინინგრადის ოლქის დირექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა). ამასთან, სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
