გიორგი გამსახურდია მეუფე იობის ქადაგებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 9 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ აპურებდნენ მას და მისგვარ მეუფეებს, რის შემდეგაც ის გახარიამ გადაიბარა.
გამსახურდიას თქმით, პატრიარქობის მსურველ ელგუჯა აქიაშვილს ვერასდროს ექნება შიოს შესატყვისი წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში ნაკლებად მოიძებნება.
„საგონებელში ჩავარდნილ აგენტურას, აგენტურის აგენტურა, რომ არ გამოესარჩლოს, აბა როგორ იქნება? 9 წელი აპურებდა მიშა და ნაცმოძრაობა მეუფეს და მისგვარ მეუფეებს და შესაბამისად, ვალშიც არიან ზოგიერთები. მერე ელგუჯა აქიაშვილი, გახარიამ გადაიბარა, მთელი თავისი “ჯიგრული პონტებით” და თავის მოადგილესთან ერთად, სულ გვერდში ეჯდა.
ბოლოს, კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო და იქნებ, პატრიარქი გავხდეო.
ვერ გაუტოლდა შიოს და ვერც ვერასდროს ვერ გაუტოლდება, სულ რომ საუკუნეები იცოცხლოს, მაგას წესიერება, პატიოსნება და სუფთა წარსული ჭირდება, რომელიც მისი ეპარქიის სიღრმეებში არსებულ სიბნელეში, ნაკლებად მოიძებნება.“- წერს გიორგი გამსახურდია.
