გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, დღეს შეხვედრა, რუსეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართება.
როგორც ცნობილია, რუსეთში ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასიც მიემგზავრება.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ საკითხზე თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით უკვე ესაუბრა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო ზარი, ფრანგი პოლიტიკოსის მიერ იყო ინიცირებული.
კომენტარები