კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა დაიწყო.
როგორც ცნობილია, გერმანიისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იქნება.
მხარეები ასევე განიხილავენ ლიბიაში არსებულ სიტუაციას და უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების თემასაც.
შეხვედრის დაწყების წინ ანგელა მერკელმა პუტინს კრემლში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ შეხვედრას ელოდებოდა.
„მოუთმენლად ველოდები ჩვენს მოლაპარაკებებს, რადგან სჯობს, ვისაუბროთ ერთმანეთთან, ვიდრე ერთმანეთზე“, – განაცხადა მერკელმა.
კომენტარები