ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრები უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა. წერს Washington Post-ი.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ბორტზე კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ჩამოგდებული ლაინერის მგზავრების ოჯახებისთვის კომპენსაცია მოსთხოვეს.
11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო.
მანამდე, 8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.