ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს.
,,ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი… ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით.
ნინომ _ მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“, – წერს სოფო შუბლაძე.
კომენტარები