პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ასეთი ფორმით საუბარი, როგორითაც კონგრესმენი ოლსონი საუბრობს, მიუღებელია. კობახიძის თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესმენის ასეთი განცხადება.
„კონგრესმენ ოლსონს განცხადებაში ჰყავს ნახსენები პუტინი და თუ ვინმეს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესემენის ასეთი განცხადება, ეს არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენი ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს. ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ აზიანებს ზოგადად აღქმას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მოვუწოდებ კონკრეტულ კონგრესმენს, რომ არ გააკეთოს პუტინის სასარგებლო განცხადებები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას და ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად.
მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა.