ჟურნალისტი ანა ბროლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“ვუყურებ, ვუსმენ, გაოგნებული ვარ და ამ ბოლო დროს, ხშირად მრცხვენია ჟურნალისტების საქციელის, არამარტო ერთმანეთის და რესპოდენტის მიმართ უპატივცემულობის, მაყურებლის მიმართ უპატივცემულობის გამოც, რომლებიც ძალიან ხშირად, პირდაპირ ეთერში გვიყურებენ, როგორ არ ვაცდით ერთმანეთს შეკითხვის დასმას, შემდეგ არ ვაცდით რესპოდენტს პასუხს, არ ვუსმენთ და არ გვაინტერესებს, როგორ არ ვიცავთ არცერთ სტანდარტს, როგორ ვაშუქებთ არამარტო პოლიტიკურ პროცესებს, ადამიანურ ტრაგედიებს, არამედ მაგალითად დღეს ყველაზე პრობლემურ – კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოში არსებულ რისკებსა და სიტუაციას…
ხოდა, რა ვიცი, რას აძლევს მაყურებელს შეუძლოდ მყოფ და ნებისმიერი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან პირში მიკროფონის ჩათხრა, გარდა იმისა, რომ თავადაც რისკის ქვეშ ხარ და სხვებსაც საფრთხეს უქმნი. სად არის სტანდარტები, ელემენტარული წესები,ეთიკა და ამბის გაშუქების კულტურა, რომ მიკროფონი გვიჭირავს ხელში და ვართ ანგარიშვალდებული. როგორ უნდა მოვყვეთ წესების დაცვის, პრევენციისა და რისკების შემცირების შესახებ, როდესაც თავად არ ვიცავთ წესებს და თავადვე ვართ რისკ-ფაქტორი. როდესაც ვკარგავთ ბალანსს ამბის გაშუქებით ინფორმირებასა და პანიკის დათესვას შორის. ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა იმან, რასაც გადაღებებზე ვხედავ“…..