“ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, მათთვის უკეთესი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77 -73- ის პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ოპოზიციამ ძალიან მარტივი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100 -50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით. 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის 77- 73-ზე, როგორც 100- 50-ზე ისე 77- 73-ზე არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100- 50-თან დაკავშირებით მით უკეთესი იქნება ეს მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77 -73- ის პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპთან”, – განმარტა კობახიძემ.