აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიიწვევდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის G20-ის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა სამიტზე რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკვე მიიწვია.
„მე მოვიწვევდი მას, დიახ, პრობლემა არ არის“, — თქვა ტრამპმა.
იქამდე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებდა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდებოდა თუ არა პუტინი ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას მაიამიში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტს 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიში, ფლორიდის შტატში უმასპინძლებს.
“Will you invite Zelensky to the G20?”
@POTUS: “I would — yeah, I would. No problem.” https://t.co/riLtUr1yOq
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) November 1, 2026
