ფოთში, ახალგაზრდა კაცს მე-8 დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოები 3 თებერვლიდან მიმდინარეობს.
უწყების მოწოდებული ინფორმაციით, მდინარე რიონის ნაპირზე, სადაც სამძებრო სამუშაოებიმიმდინარეობსც მობილიზებულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე, თბილისიდან, განსაკუთრებულ საქმეთა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
საძიებო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა, ასევე, კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს.
როგორც “რეგიონულ კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები