დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ჩქარობს.
„სახელმწიფო სწორად იქცევა, როცა არ ჩქარობს მაინც და მაინც უკიდურეს ზომაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადასვლას, ამ თვალსაზრისით სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას და ცდილობს, ჯერ სხვა ზომები ამოწუროს და თუ ვითარება გართულდება, შემოინახოს ბოლო ზომად საგანგებო მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა და ადეკვატურად იქცევიან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კომენტარები