გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.
„ვიღაც გოგო სათვალეებით იღებდა, რის გამოც გააძევეს სასამართლოდან. სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი უშნოდ, მეორე ფეხი ფეხზე მაღლად გადადებული იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია. იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე“ – განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
კომენტარები
