ქეთი ვაშალომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“კორონას ეფექტი:
– ვისვენებ
– ბავშვებთან ვატარებ ძირითად დროს
– ვკითხულობ
– ვტრიალებ სამზარეულოში, თუმცა კულინარიული შედევრი მაინც ვერ შევქმენი
– გადავდგი ჩემთვის მანამდე წარმოუდგენელი ნაბიჯი, სახლში გამოკეტილი ბავშვების გართობის მიზნით ვიყიდე ძაღლი და აღმოვაჩინე, რომ ძაღლი სახლში არ არის ქვეყნის დასასრული
– უკეთ ვხედავ ადამიანების რეალურ სახეს და უბრალოდ მეცინება არსებობს კატეგორია, რომელსაც არაფერი შეცვლის, არც კორონა და არც დედის …..
– მიუხედავად ყველაფრისა ბევრს ვიცინი ყოველ დღე, რადგან კორონამ უბრალოდ გენიალური კორონაიუმორი შექმნა :)))
– ფინანსურად, როგორც ბევრი სხვა ადამიანი ვზარალდები ყოველდღიურად, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, უბრალოდ, როცა ცუდი ხდება წარმოვიდენ უფრო ცუდ სცენარს, რაც შიძლება მომხდარიყო ან მოხდეს მომავალში და უკვე ბედნიერი ვარ არსებული მოცემულობით
– სულ სხვაგვარად დავაფასე და ყოველ დღე უფრო მეტად ვაფასებ ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ
– დავრწმუნდი, რომ ქართველი ექიმები სხვებზე უკეთესები თუ არა ნაკლები ნამდვილად არ არიან, თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე რთულ პირობებში და არიან ნამდვილი გმირები
– ნელ-ნელა კვდება თავში მანამდე ჩაბუდებული აზრი, რომ არაფერი გვეშველება და სადმე უნდა გავიქცე
– ვაღიარე, რომ სხვებზე არანაკლებად შეგვიძლია მობილიზაცია და საქმის მოგვარება, უბრალოდ მშვიდობის ჟამს სხვებზე უკეთ შეგვიძლია მოვეშვათ და ვისიამოვნოთ ცხოვრებით
– კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე და მეტი პოზიტივი გადაარჩენს ადამიანს, თუ ამით ვირუსს და სიკვდილს ვერ გაექცევი, ბედნიერი მაინც მოკვდები
კორონას ეფექტი II (სავარაუდო სცენარი):
– ბევრი ადამიანი მეტად დააფასებს ქვეყანას სადაც დავიბადეთ
– უფრო მეტი დაფიქრდება ცხოვრებაზე, მოხდება ღირებულებების გადაფასება და ახალი პროიროტეტების განსაზღვრა
– ამ რთული პერიოდის გადალახვის შემდეგ ყველაფერი გაათმაგებული ენერგიით და ახალი ძალით ამუშავდება
– საქართველო გახდება კიდევ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ქვეყანა
– აყვავდება ტურიზმი, ვიზიტორები აქ უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს, სხვა არჩევანიც არ ექნებათ პრონციპში, ბევრ მანამდე პოპულარულ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი კარგა ხანს არავის გაუჩნდება სავარაუდოთ
– უკეთ განვითარდება სოფლის მეურნეობა და გაიზრდება მშპ, რადგან ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ არ უნდა ვიყოთ სხვაზე დამოკიდებული
– უფრო მეტი ადამიანი დააფასებს სოფელს და იმედია ბევრი დაუბრუნდება თავის მწვანე ეზოს ბეტონის კედლებში ცხოვრების ნაცვლად
– გავხდებით მეტად ამტანები, გამტანები და მეტად დავაფასებთ ნორმალურ ცხოვრებას და ყოველდღიურ მარტივ წვრილმანებს
ერთი სიტყვით საქართველო გადარჩება! რა თქმა უნდა ისევ ჩვენ თუ არ შევუშლით ხელს მის გადარჩენას! “