“სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს.
ლაგაზიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ საჭიროა, სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდი შეიქმნას, სადაც ბიზნესმენები თანხებს ჩარიცხავენ.
„სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის: აქეთ რომ ვთხოვთ, იქეთ გვერდში დგომაზეც ვიფიქროთ. მოგიწოდებთ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნას სპეციალური სოციალური სოლიდარობის ფონდი, სადაც ბიზნესები, ვისაც რა შეგვიძლია, იმდენს ჩავრიცხავთ. ეს თანხები აუცილებლად საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის, მედპერსონალის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით – დაუცველი ჯგუფების, დევნილების, მარტოხელებისა და ა.შ. დახმარებისთვის.
ჯერჯერობით, რასაც ხედავს ჩვენი მოსახლეობა, ბიზნესმენეთა ერთი ჯგუფისგან შექმნილი კრიზისით ხელის მოთბობის მცდელობაა. მოვიქცეთ ისე, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებისა და ღირსეულად საქმიანობის უფლება გვქონდეს. იმედია, ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება“, – აცხადებს ლაგაზიძე.