ცოტნე გამსახურდიას ცოლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“კორონა ვირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები _ აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერ-ჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება” -წერს ჯაბაური.
კომენტარები