ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო. სამი გამშვები პუნქტი სოფელ ღვედში, ალპანასა და მურის ხიდთან განთავსდა.
ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის შემთხვევა დაფიქსირდა. 53 წლის კაცი თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც კაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. კაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. პაციენტი, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერია.
კომენტარები