ბათუმში გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, კლინიკაში 8 აპრილს მოათავსეს. ექიმების თქმით, პაციენტს უამრავი თანმხლები დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.
ჰოსპიტალურ ქსელ “მედალფას” ბათუმის კლინიკის დირექტორის, ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, ბათუმში გარდაცვლილ პაციენტს “კოვიდ 19-თან” ერთად უამრავი ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
“ქალბატონს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, ჰქონდა გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები. ამჟამად არის 39 პაციენტი და გუშინ 3 პაციენტი გაეწერა,“- განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.
კომენტარები