მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, დეზინფექცია უტარდება. რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ მათი ცენტრის 8 თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ინფიცირებულთაგან 5 მარნეულელი, ხოლო 3 თეთრიწყაროში მცხოვრებია. ყველა მათგანი მარნეულის სასწრაფოშ დახმარების თანამსრომელია.
უახლესი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 207 , გარდაცვლილი – 8, კარანტინის რეჟიმში – 5152, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირია.
კომენტარები