კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდი ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ დაპირისპირების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ იმსჯელებს.
როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, სასულიერო პირის მხრიდან მსგავსი ქმედება კარგი არ არის, თუმცა „ტყუილია, რომ ამ ეპარქიის სასულიერო პირები ცუდი ქცევით გამოირჩევიან“.
„საპატრიარქო არ არის საგამოძიებო უწყება. ჩვენი ნებისმიერი ტიპის სამართლებრივი გადაყვეტილება დამყარებულია აღსარებაზე. ადამიანი ამბობს აღსარებას და ჩვენ ამის მიხედვით ვიღებთ გადაწვეტილებას. ჩვენ არ გავქვს არანაირი საშუალება გამოძიების ჩატარების. აბსოლუტური ტყუილია, რომ ამ ეპარქიის სასულიერო პირები ცუდი ქცევით გამოირჩევიან. არაჩვეულებრივი ეპარქიაა. ცუდი საქციელი მოხდა, ყველას შეიძლება ეს დაემართოს. არავინ ამბობს, რომ ეს კარგი საქციელია, არავინ ამბობს, რომ სასულიერო პირს იარაღი უნდა ჰქონდეს. არ უნდა ჰქოდეს, არ უნდა გაისროლოს, არ უნდა ჩაიდინოს, თუ ჩაიდენს, უნდა აგოს პასუხი. სინოდი განიხილავს, თუ სასამართლო გამოიტანს განაჩენს. ჩვენ განვიხილავთ იმის მიხედვით, რას დაადგენს სახელმწფო საგამომძიებლო უწყება. დაველოდებით სასამართლო გადაწყვეილებას და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება სინოდის სხდომას, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეიკრიბება წმინდა სინოდი.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
