UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ აბუ-დაბიში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.
როგორც მერაბი ამბობს, ის და მისი მეგობარი დაცვამ გააკავა. ამ დროს კი უსმანი თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა.
“RAF-ის ინტერვიუს ვწერდი სასტუმროში, როდესაც უსმანი და მისი ძმაკაცები ზურგიდან მოგვეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ცემა დაგვიწყეს.
დაცვას მე ვეჭირე, ისინი კი ძირს დაცემულებს, ლუზერებივით, წიხლებს გვირტყამდნენ..
როგორი მებრძოლები ხართ? როგორი კაცები იქცევიან ასე, ძმაო? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდათ, მოდი ნამდვილი კაცებივით გავარკვიოთ. თქვენ ზურგიდან მოგვეპარეთ, როცა მხოლოდ ორნი ვიყავით და თან მომზადებულები დაგვხვდით. ეს რა ჯანდაბაა? ზურგიდან? ვინ აკეთებს ამას? საკუთარ თავს კაცებს ეძახით?’ – ამბობს მერაბ დვალიშვილი.
მოგვიანებით დვალიშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მომხდარის შესახებ ისაუბრა. მერაბმა თავისი მეგობარი გააცნო საზოგადოებას და თქვა, თუ როგორ ეჩხუბებოდა ახალგაზრდა სპორტსმენი UFC-ის მებრძოლებს.
