რაც შეეხება სანაპიროსთან დაკავშირებულ კონკრეტულ შეზღუდვას, მტკვარმა გამორეცხა საძირკველი და არის იმის საშიშროება, რომ არა მხოლოდ საფეხმავლო ტროტუარი, მთლიანად გზაც ჩაინგრეს, – განაცხადა გადაცემაში „იმედიLIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჩატარდა პრევენციული ღონისძიება, ჩაიკეტა კონკრეტული მონაკვეთი, გზის ერთი ნაწილი, რადგან დაწყებულიყო გამაგრებითი სამუშაოები.
„გასულ წელსაც იყო ანალოგიური პრობლემა, ჩავატარეთ შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები, დღეს ის კონკრეტული მონაკვეთი უსაფრთხოა, აქაც ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი გადაადგილების თვალსაზრისით იყოს უსაფრთხო.
რუსთაველის გამზირის დამთავრების შემდეგ გვინდა რესპუბლიკის მოედნის სრული მოწესრიგება და განახლება. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მომავალ წელს მივაწვდით. დღეს საკრებულოში გადავაგზავნეთ 2027 წლის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც არ არის საბოლოო და მოგვიანებით უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც დაგეგმილი გვაქვს 2027 წელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
