საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკურ სპეკულანტი, ბევრი პოლიტიკური მაროდიორი თუმცა არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„შეხვედრებზე ოპოზიციამ ბუნებრივია პატიმრების საკითხი დასვა, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი გაიცა – ვერავითარი პოლიტიკური მოლაპარაკების და შეთანხმების თემა ვერ გახდებოდა სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლა და პრეზიდენტისთვის რამე ტიპის დავალების მიცემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები