მიტროპოლიტმა დანიელმა საქართველოში კორონავირუსისგავრცელების დაბალი მაჩვენებელი ღვთაებრივ ლოგიკას დაუკავშირა. ამისშესახებ მან „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. მისივე თქმით, დაუშვებელია გარკვეული ადამიანების მხრიდან პატრიარქის მისამართით გაჟღერებული განცხადებები.
„შეიძლება შენ რწმენა არ გქონდეს, მაგრამ სხვისი რწმენის მიმართ გამოთქვა უპატივცემულობა და ცილი დასწამო მორწმუნე ადამიანს, მით უმეტეს ჯერ სასულიერო პირს და მეორე, ისეთ სასულიერო პირს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჯვარცმული გზით იარა და ამდენი სიკეთე გააკეთა. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ: ორი სამოქალაქო ომი, ორი სამამულო ომი, ათასი სირთულე, შიდა დაძაბულობა და რომ არა ეს ადამიანი, რომ არა მისი საოცარი ლოცვის ძალა, მისი მაგალითი სიკეთის, ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის გავლა. კი, ადამიანმა შეიძლება თქვას: „ჩემთვის მიუღებელია, ეს არის საფრთხის შემცველი, დიდი რისკია“, მაგრამ ასე შეურაცხყოფა მიაყენო, თქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავის თავზე ფიქრობს, ეს უბრალოდ გადის ყველა საზღვრიდან, არავითარი სოღმხედველობა არ არის ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიან“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.