სოციალური სააგენტოს ისან-სამგორის ოფისში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაური სოციალური მომსახურების შენობაში ცოტა ხნის წინ იყო. მოქალაქე ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქალი რომელიც ოფისში შვილთან ერთად იყო მისული, არკვევდა, რატომ მოუხსნეს მას სოციალური დახმარება, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები ყვებიან, რომ მოქალაქე აგრესიული იყო დ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
კომენტარები
