მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, უბედური შემთხვევის შედეგად, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანის ქვეშ მოყვა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: „Kvira,ge“
კომენტარები