ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გამოეხმაურა.
” დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. სამაგიეროდ, ჰყავს ავაზაკების გამო ქვეყნის იმიჯისა და პრესტიჟის დამაზიანებელი ბოროტი ძალები – ნაციონალური მოძრაობა და მისი პოლიტიკური მარიონეტები.
პრეზიდენტის მიერ ორი სამარცხვინო ავაზაკის უგულავასა და ოქრუაშვილის მოულოდნელი შეწყალებით, საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების რისკები მინიმუმამდე დავიდა.
ბევრი გააკრიტიკებს ზურაბიშვილს, ბევრს “ქართული ოცნების” უკან დახევა ეგონება. მე ასე არ ვუყურებ.
ეს არაორდინალური და რთული გადაწყვეტილება იყო.
დაე, აწი იჭყიპინონ ამ ორმა ავაზაკმა და სხვა მავნებლებმა მავნებელ ტელეარხებზე.
სახელმწიფო წინ მიიწევს, ეპიდემიაა დასამარცხებელი, საარჩევნო კოდექსია შესაცვლელი, ქვეყანაა ასაღორძინებელი”, – წერს გია აბაშიძე.