დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში ათობით ჩინელი უკვე იმყოფება. ისინი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად პირველადი სამუშაოებისთვის ჩამოვიდნენ.
საქმე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ეხება. პროექტი სამწლიანია და ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზა, 6 ხიდი და 5 გვირაბი, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბი ჩინურმა კომპანიამ უნდა ააშენოს.
ადგილობრივები პანდემიის გამო, შიშობენ, რომ საქართველო ეპიდაფეთქების ახალი კერა გახდება.
„უკვე ადგილზე არის ათობით ჩინელი, ისინი ორ სოფელში: ნაღვარევსა და ქვეშეთში ცხოვრობენ.
ერთ-ერთი მათგანი რუსულ ენაზე საუბრობს. გვითხრა, რომ ჩინეთიდან ჩამოსაყვანი სპეციალისებისა და მუშა ხელისთვის საცხოვრებლებს ეძებენ და ხელშეკრულებებს აფორმებენ.
ვიცით, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოვა ჩინეთიდან ამ გზის ასაშენებლად. გვეშინია, ეპიდემიის პირობებში, საქართველო COVID-19-ის აფეთქების ახალი კერა არ გახდეს.
ეს პროექტი სამწლიანია და ისინი ამ ხნის განმავლობაში ქვეშეთსა და კობში იცხოვრებენ.“ – ამბობს გიორგი ბურდული. გაგრძელება
