ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ხვალ თუ მოითხოვეს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ნუ გაგიკვირდებათ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, შალვა ნათელაშვილის და გიორგი ვაშაძის განცხადებებს, სადაც ოპოზიციის ეს ლიდერები თავიანთ თავს მაჟორიტარად განიხილავენ. ნიკოლეიშვილის თქმით, ახლა ყველას მაჟორიტარობა უნდა. ,,მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს თავპირი დაამტვრიეს და ახლა ყველას მაჟორიტარობა უნდა. ხვალ თუ მოითხოვეს სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა , ნუ გაგიკვირდებათ. თან ცუდია, თან ყველას უნდა“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
კომენტარები