გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვიტონმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარული საშუალებები გადასცა. ვიტონი ასევე შეხვა სამეგრელო-ზემოი სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს, რომელმაც გაეროს პროგრამების ხელმძღვანელს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვიტონის განცხადებით, საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.
,,მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, იმ შრომისა და თვდადებისათვის რომელიც ამ პერიოდში გამოიჩინეს, მადლობა საქართელოს მთვრობას იმისთის, რომ ფაქტიურად ჩვენ დღეს რაც საავადმყოფოში ჩამოვიტანეთ იმდენად საჭირ არ არის, პრევენციული საშუალებებით ხერხდება, რომ მოსახლეობის ინფიცირება იყოს დაბალ მაჩვენებელზე. ჩვენ დღეს რუხის საავადმყოფოს გადავეცით ციფრული თერმომეტრები, ასევე საქნიტრული საშუალებები” – განაცხადა ლუიზა ვიტონმა.