“2011 წლიდან შალვა ნათელაშვილი უცებ გახდა პროამერიკელი, ზურგს უკან კი ჟირინოვსკის, პუტინსა და კობზონს წერილებს წერს“ ,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილმა წევრმა, სოსო შატბერაშვილმა განუცხადა.
„ჟირინოვსკის წერილებს წერს, მას პატრიოტულ ძალას უწოდებს და სთავაზობს გაერთიანებას; წერს პუტინს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცნობს თავს და სთხოვს შეხვედრას, რათა ერთად იბრძოლონ ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ; წერს კობზონს და მეგობრობის გაღრმავებას ევედრება.
ნათელაშვილი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ პროგრამა „ვრემიაში“ გამოვიდა და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს ბრბო უწოდა. მე მოვითხოვე რუსეთიდან ამ საარქივო მასალის გამოგზავნა, მაგრამ უარი მივიღე.ნუარი მითხრა ჩვენმა საზოგადოებრივმა ტელევიზიამაც არქივის გახსნაზე.
დანამდვილებით ვიცი, რომ ასე იყო-ნათელაშვილმა ის კი არ თქვა, რუსული ალესილი ნიჩბებით რომ დახოცეს აქ ხალხი, არამედ მათ ბრბოდ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ადამიანები იქ ჭყლეტის დროს დაიღუპნენ. ამის შედმეგ შალვა მოსკოვში, დიპლომატიის აკადემიაში წაიყვანეს, რათა იქ დაემთავრებინა სასწავლებელი და უშიშროების მიერ ხელდასმული წარმატებული დიპლომატი გამხდარიყო“,-განაცხადა შატბერაშვილმა.
შატბერაშვილ – ნათელაშვილის დაპირისპირება – “ნათელაშვილი ზურგს უკან ჟირინოვსკის, პუტინს და კობზონს წერილებს სწერს“
2016/09/12 12:57:03
ნანახია: 1675 ჯერ