ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად ფეხით მოსიარულე ქალი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი სოციალურად დაუცველი იყო და ოზურგეთის საკათედრო ეკლესიასთან მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
კომენტარები