საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს, მათ შორის 857 – გამოჯანმრთელდა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.
კომენტარები