რაში თხოვდა იმჟამინდელი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი ქიბარ ხალვაშს 28 მილიონს?- პაატა სალიას თქმით, იმისათვის, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში მქონე კომპანიების ფინანსური რევიზია შეწყვეტილიყო, მას 28 მილიონის, შემდგომ კი, უკვე 10 მილიონი ლარის გადახდას სთხოვდნენ.
“იმაში, რომ ეს პრობლემები დასრულებულიყო და ქიბარ ხალვაშის კომპანიების მიმართ დაწყებული ე.წ. საგადასახადო ფინანსური რევიზიები შეწყვეტილიყო. ამას აცხადებს ქიბარ ხალვაში და იმის გამო, რომ მან არ გადაიხადა თანხა და შემდგომ უკვე შემცირებულ თანხას, 10 მილიონს ამ საკითხების გადასაწყვეტად ითხოვდნენ უკვე მისგან ახალაიები, როდესაც უარი მიიღეს ქიბარ ხალვაშისგან, ამის შემდგომ ხდება მისი ძმის დაპატიმრება და მოთხოვნა იმისა, რომ ქიბარ ხალვაშმა მოახდინოს ერთ-ერთი კომპანიის გადაფორმება მათ სახელზე.
ეს კომპანია იყო International Building Company, რომელიც სახელმწიფოსთვის ასრულებდა დაკვეთებს, აშენებდა სამხედრო ბაზას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას გლდანში და სახელმწიფოს დაახლოებით 10 მილონ ლარამდე ჰქონდა მისი დავალიანება დაგროვილი. შესაბამისად, ქიბარ ხალვაში იძულებული გახდა, რომ დაეთმო ეს 10 მილიონის აქტივის მქონე კომპანია იმის სანაცვლოდ, რომ მისი მეგობრები და მისი ძმა გათავისულფლებულიყვნენ. არსებობს არა ერთი ჩვენება, რომელიც ადასტურებს ამ გარემოებებს, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ. საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია, 2012 წლიდან,” – აცხადებს პაატა სალია.