ხაშურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 77 წლის კაცი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს „გორმედში“ დაუდასტურეს.
ავარია 17 ივლისს მოხდა, ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული კაცი ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, დაზიანებების ხარისხი სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
კომენტარები
